თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები
თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები
ის, ვინც სხვა ადამიანის სასიკეთოდ ან საერთო სიკეთისათვის საკუთარ თავს ივიწყებს, საღვთო ძალას ღებულობს. შეხედეთ, თუ ადამიანს თავგანწირვა ამოძრავებს, მას ღმერთი იფარავს.
მოწამეობრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისთვის - გაუქრობელი ლამპარია ერისთვის, იგი აღვიძებს და აღორძინებს ერთი მაღალ ძალებს, იგი დვრიტაა ურთიერთისადმი სამსახურისა, საზოგადო სიკეთისადმი თავდადებულობისა, სამშობლოს ბედნიერებისათვის მსხვერპლა... იხილეთ სრულად
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული
ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ.
თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა
ქრისტესთვის მრავალგზისაც რომ მოვკვდეთ, ჩვენს ვალს მაინც ვერ გადავიხდით, რადგან სხვა არის ღვთის სისხლი და სხვა - მონისა - მათი ირსებით და არა - ბუნებით
იცოდეთ, ძმებო, თუ საკუთარ თავს გავჩხრეკთ, ვნახავთ, რომ პირველ მამათა კვალს კი არ მივდევთ, არც მონაზვნობის აღთქმას ვასრულებთ ჯერისამებრ, არამედ, თუ კარგად დავაკვირდბით, ჯერაც ქვეყნიერი ვნებებით ვართ შეპყრობილნი