ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ყველაზე იოლია მოატყუო საკუთარი თავი და ქედმაღლობდე ცარიელი დიდებით და შენს თავს რაღაცად თვლიდე, როცა არაფერი ხარ.
ეშმაკი ყველას ებრძვის, მაგრამ მგმობელი აზრები უფრო მეტად ამპარტავანთ ეუფლებათ, რამეთუ ადამიანის ამპარტავნების გამო ღმერთი ეშმაკს მიუშვებს მასზე. წმიდა მამები ისეთ თავდასხმებს განიცდიდნენ, რომ არ ისურვეს მათი აღწერა. მაგრამ ისინი გ... იხილეთ სრულად
სულიერ ცხოვრებაში ყურადღებაა საჭირო. როდესაც რაღაცას პატივმოყვარეობით აკეთებენ, სულიერი ადამიანები სულში სიცარიელეს გრძნობენ. მათი გული არ ივსება, ფრთაშესხმული აღარ რჩება. რაც უფრო მეტ ამპარტავნებას გრძნობენ, მით უფრო იზრდება სული... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა ეგოიზმი, უწესო შვილი ამპარტავნებისა, რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირპირს ამტვრევინებს.
მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორ... იხილეთ სრულად
როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.
ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.
ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს
თ. 14, 11
ნუ მედიდურობ იმით, რაც დღეს გააკეთე, გუშინ და დიდი ხნის წინ გაკეთებულ ბოროტ საქმეებს საკუთარ თავს ნუ აპატიებ. როცა დღევანდელით აღზვავდები, უწინდელი დაცემები გაიხსენე და ამით თავს დააღწევ უგუნურ მედიდურობას.
ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.