სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
სიყვარულის ვალი - ეს ისეთი სახის ვალია, რომ განუწყვეტლივ გრძელდება მისი გადახდა, მაგრამ ბოლომდე არასოდეს გადაიხდება.
ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის განწყობილია იმაზე მეტის გასაკეთებლად, ვიდრე - აკეთებს ან შეუძლია, გააკეთოს.
ამბა აგაფონი ამბობდა: "რომ შემძლებოდა, რომელიმე კეთროვანისთვის სხეული გამეცვალა, ამის გაკეთება ჩემთვის სიამოვნება იქნებოდა". ასეთია სრულყოფილი სიყვარული!
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.
კარებს მიღმა რჩება (ღმერთამდე ვერ აღწევს და შესმენილი არ არის) ის ლოცვები, რომლებსაც (უფალთან ასულებს) სიყვარული არა აქვთ, რადგან მხოლოდ სიყვარული უხსნის კარს ლოცვას
რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ... იხილეთ სრულად
სათნოება თავისი არსით ერთია (ეს სიყვარულია), მაგრამ სულიერ ძალებში სახეს იცვლის, ისევე, როგორც სინათლის შუქს ფორმა არა აქვს, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, იღებს იმ სივრცის ფორმას, რომელსაც გადის.