ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
კაცობრიობამ შორეულ წარსულშივე იგრძნო თვისი ორბუნებოვნება. აი, რას წერდნენ ძვ. ჩინელი ფილოსოფოსები: „ადამიანისათვის დამახასიათებელია თვისებები მიწისა და ცისა, მასში ერთმანეთშია შერწყმული ნათელი და ბნელი, შეერთებულია სული და სამშვინ...
იხილეთ სრულად
კაცობრიობამ შორეულ წარსულშივე იგრძნო თვისი ორბუნებოვნება. აი, რას წერდნენ ძვ. ჩინელი ფილოსოფოსები: „ადამიანისათვის დამახასიათებელია თვისებები მიწისა და ცისა, მასში ერთმანეთშია შერწყმული ნათელი და ბნელი, შეერთებულია სული და სამშვინველი“ (ძვ. ჩინური ფილოსოფია, მოსკოვი, 1973, გვ.106).
ქრისტიანობა არ უარყოფს განვითარებას, არც ტრანსფორმიზმის (ორგანიზმის დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის) თეორიას. საიდუმლოებითაა მოცული არსი ევოლუციისა: იგი ეხება საერთოდ ცოცხალ არსებებს, მაგრამ არა ადამიანს.
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოანე 16,22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრება...
იხილეთ სრულად
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოანე 16,22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრებას; უნდა ვეძიოთ და მოვიპოვოთ მშვიდობა; მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ.