ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48).
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი რამის შექმნა, რაც სამომავლოდ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარი გახდებოდა. ღმერთს არმყოფობიდან მყოფობაში შემოჰყავს და ქმნის ყ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის მას, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა.
ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი.
მანკიერება, თუნდაც თავის მხარეს მთელი ქვეყნიერება ჰყავდეს, ყველაფერზე სუსტია: სათნოება კი, თუნდაც მარტო დარჩეს, ყველაფერზე ძლიერია, ვინაიდან თავის მხარეს მას უფალი ჰყავს. ჭეშმარიტად, ვინ იხსნის მას, ვის წინააღმდეგაც უფალია? ვინ და... იხილეთ სრულად