ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას.
გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე.
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწ... იხილეთ სრულად
ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? არაფერი, - ცოდვების გარდა. აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი... იხილეთ სრულად
განა შეიძლება, რაიმეთი ვამპარტავნებდეთ, როდესაც საკუთარი არაფერი გვაქვს, დროებითი და მარადიული სასჯელის გარდა?
ნეტარია, ვისაც თვალწინ აქვს წუთისოფლიდან გასვლის დღე და შეიძულა ამპარტავნება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა - კუბოში ხრწნილებით
ერთმანეთის წინაშე თავს ნუ აღვიმაღლებთ, რადგან მიწა ყველას გაგვათანასწორებს და თითოეულს თანაბარ წილს მიაგებს.
საკუთარ თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებ, რათა ღვთის წინაშე უფრო დაბლა არ დადგე.
მრავალი საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს - აშკარა ბოროტმოქმედებთან შედარები. მაგრამ მათ საკუთარი თავი ღვთის წმინდა ადამაინებს შეადარონ და მაშინ აუცილებლად დაინახავენ, რომ მხოლოდ საბრალო ცოდვილნი არიან.