28. უცნაური რამაა! ღარიბ–ღატაკთა ჭმუნვის მიზეზი არსობის პურის უქონლობაა, მდიდრები კი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთით სავსენი არიან, უფრო დიდი მწუხარებებით არიან მოწყლულნი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ან ვინ არის ამის მიზეზი?
იხილეთ სრულად
28. უცნაური რამაა! ღარიბ–ღატაკთა ჭმუნვის მიზეზი არსობის პურის უქონლობაა, მდიდრები კი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთით სავსენი არიან, უფრო დიდი მწუხარებებით არიან მოწყლულნი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ან ვინ არის ამის მიზეზი?
„ჩვენ კიდევ როგორღაც ვითმენთ იმას, რასაც ვიმკით საკუთარი უყურადღებობით. ზეცაში კი ფასდება სიმდაბლით, უდრტვინველად დათმენილი, როგორც უფლისმიერი დაშვება და გამოცდა“ (ეპისკოპოსი ვარლაამ რაიაშენცევი). სამწუხაროა, რომ ამაო ზრუნვით ვცხო...
იხილეთ სრულად
„ჩვენ კიდევ როგორღაც ვითმენთ იმას, რასაც ვიმკით საკუთარი უყურადღებობით. ზეცაში კი ფასდება სიმდაბლით, უდრტვინველად დათმენილი, როგორც უფლისმიერი დაშვება და გამოცდა“ (ეპისკოპოსი ვარლაამ რაიაშენცევი). სამწუხაროა, რომ ამაო ზრუნვით ვცხოვრობთ და ამიტომ გამუდმებით გვტკივა გული ყოველგვარი მწუხარებისა და უბედურების გამო. ჩვენ ხომ მიწიერ კეთილდღეობას ვეტრფით; გვეწვევა მწუხარება და სულმოკლენი აღმოვჩნდებით. როდესაც ქრისტიანის ვნებათა მნიშვნელობას განმარტავდა,...
ღვაწლით შემოსილი წმინდა მამები გვირჩევენ, რათა განვიწმინდოთ გულები, უდრტვინველად მივიღოთ ღმრთის ნებით მონიჭებული ნებისმიერი მწუხარება და იწროობა, ვითარცა სამკურნალო საშუალება, რადგანაც ჩვენ ყველანი სულიერად მძიმედ სნეულნი ვართ. „მ...
იხილეთ სრულად
ღვაწლით შემოსილი წმინდა მამები გვირჩევენ, რათა განვიწმინდოთ გულები, უდრტვინველად მივიღოთ ღმრთის ნებით მონიჭებული ნებისმიერი მწუხარება და იწროობა, ვითარცა სამკურნალო საშუალება, რადგანაც ჩვენ ყველანი სულიერად მძიმედ სნეულნი ვართ. „მწუხარება კი ანადგურებს გულში სულიერი ტკბობის ნაკვალევს, აღმოფხვრის ცოდვის ღრმად წასულ ფესვებს“ (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი).
სადაც არ უნდა ვიყო, საკმარისია გულის თვალი მივაპყრო უფალს გასაჭირის ჟამს და კაცთმოყვარე იმავ წამს პასუხობს ჩემს ლოცვას და რწმენას, ეხსნება გულს მწუხარება. გამჩენი მუდმივას ახლოსაა. იქნებ ვერ ხედავდე, მაგრამ მას ცოცხლად გრძნობს შენ...
იხილეთ სრულად
სადაც არ უნდა ვიყო, საკმარისია გულის თვალი მივაპყრო უფალს გასაჭირის ჟამს და კაცთმოყვარე იმავ წამს პასუხობს ჩემს ლოცვას და რწმენას, ეხსნება გულს მწუხარება. გამჩენი მუდმივას ახლოსაა. იქნებ ვერ ხედავდე, მაგრამ მას ცოცხლად გრძნობს შენი გული. მწუხარება სიკვდილია გულისა, განდგომაა ღვთისგან. ცოცხალი სარწმუნოებით სავსე გულის მშვიდობა და სიხალისე დღესავით ნათელს ხდის და ადასტურებს, რომ უფალი მუდმივად ჩემთანაა, ჩემში ცხოვრობს. რომელი მეოხი და ანგელოზი მიხს...
მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბო...
იხილეთ სრულად
მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი საქმე ჰქმნა და მით გაამწარა ზეციერი მამა. დიახ, კეთილია და პატიოსანი ესრეთი სულიერი მწუხარება. იგი, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე, გააჩენს კაცის გულში სინანულსა ცხოვრებისასა. ამით დაიწყება კაცის მოქცევა და ცხო...
წმინდა მამები გვირჩევენ, მწუხარება რომ შეგიპყრობთ, ხმამაღლა მკაფიოდ წარმოთქვით იესოს ლოცვა - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი", ან წაიკითხეთ ფსალმუნები. სევდიანობისკენ მიდრეკილმა ადამიანმა უნდა აღიაროს თავი...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვირჩევენ, მწუხარება რომ შეგიპყრობთ, ხმამაღლა მკაფიოდ წარმოთქვით იესოს ლოცვა - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი", ან წაიკითხეთ ფსალმუნები. სევდიანობისკენ მიდრეკილმა ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი ცოდვები, ბავშვობაში ჩადენილი ცოდვების ჩათვლით. ამ ვნების დაძლევისათვის აუცილებელია, აგრეთვე, მორჩილება. ღირსი დოროთე წერს: "მორჩილმა ნაღვლობა არ იცის, ის მუდამ სიხარულით სავსეა"