შეურყეველად, შეუორგულებლად, სიწმიდით გიყვარდენ ყოველნი კაცნი, არა მხოლოდ ნათესავნი და მოყვარენი, არამედ უცხონიცა და მტერნიცა, ვითარ იესუმ შემიყვარნა ჩვენ, არა მხოლოდ მოყვარენი მისნი, არამედ განდგომილნიცა და უარისმყოფელნიცა მისნი ე...
იხილეთ სრულად
შეურყეველად, შეუორგულებლად, სიწმიდით გიყვარდენ ყოველნი კაცნი, არა მხოლოდ ნათესავნი და მოყვარენი, არამედ უცხონიცა და მტერნიცა, ვითარ იესუმ შემიყვარნა ჩვენ, არა მხოლოდ მოყვარენი მისნი, არამედ განდგომილნიცა და უარისმყოფელნიცა მისნი ერთბამად, რომლისათვის იტყვის მახარებელი მათე (ე, მვ): უკეთუ გიყვარდენ მოყვარენი ხოლო თქვენნი, რაი უკვე სასყიდელი გაქვს? რამეთუ მეზვერეთა და ცოდვილთა ეგრეთ ყვიან".
სიყვარულმა არ იცის შური. მოყვასის გულწრფელად მოყვარული, რა დაინახავს მას გახარებულს, თვითონაც ხარობს; დაინახავს მოყვას პატივდებაში? - აღფრთოვანდება თითქოს ეს პატივდება პირადად მის მიმართ იყოს გამოჩენილი; დაინახავს თავის მოყვასს უბ...
იხილეთ სრულად
სიყვარულმა არ იცის შური. მოყვასის გულწრფელად მოყვარული, რა დაინახავს მას გახარებულს, თვითონაც ხარობს; დაინახავს მოყვას პატივდებაში? - აღფრთოვანდება თითქოს ეს პატივდება პირადად მის მიმართ იყოს გამოჩენილი; დაინახავს თავის მოყვასს უბედურებაში მყოფს? მწუხარებას გამოთქვამს, თითქოს თვითონ იგი განიცდიდეს მას. სიტყვით, შური სხვისი კეთილდღეობის დანახვის დროს, - ეშმაკისა და არა ქრისტეანული საქმე.
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთ...
იხილეთ სრულად
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთი სიყვარული მხოლოდ წმიდანებს შეუძლიათო და მართალიც იქნება. მაგრამ თუ ჩვენ ამდენი არ შეგვიძლია, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, ვაღიაროთ, რომ მართლაც, ჩვენ გულებში ხშირად იღვიძებს სიძულვილი, რომ ჩვენ ...
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარმართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარმართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნდა შეიყვარიოს და ამით დაამტკიცოს, რომ ზნეობრივად ყველაზე მაღლა დგას.
უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მითუმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილევას.
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვა...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს, ქრისტიანი ვერ იქნები.
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ საიყვარულში ჩვე...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ საიყვარულში ჩვენი საკუთარი სიკეთე დევს.
მოყვასი უნდა შევიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი. თავის თავს კაცი არაოდეს არ ავნებს, ზარალს არ მისცემს, არამედ ყოველთვის ცდილობს თავის სარგებლობაზე და თავის სიკეთეზე. ამის მზგავსადვე ორნაირად უნდა აღასრულოს კაცმა მოყვასის სიყვარული. არ...
იხილეთ სრულად
მოყვასი უნდა შევიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი. თავის თავს კაცი არაოდეს არ ავნებს, ზარალს არ მისცემს, არამედ ყოველთვის ცდილობს თავის სარგებლობაზე და თავის სიკეთეზე. ამის მზგავსადვე ორნაირად უნდა აღასრულოს კაცმა მოყვასის სიყვარული. არც ერთი მცირედი ზარალი და ვნება არ უნდა მისცეს კაცს, არცა ხორციელი, არცა სულიერი, არ დააკლოს რამე, არ წაართვას, არ მოჰპაროს, არ მოატყუოს, არ აგინოს, არ დასწყევლოს, უმართლოდ არ უჩივლოს, არ აცთუნოს არცა სიტყვით, არცა საქმით...
მოყვასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილს საქმეს იქმოდე არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოვებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოყვსისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნების...
იხილეთ სრულად
მოყვასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილს საქმეს იქმოდე არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოვებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოყვსისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნებისა.