ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები,... იხილეთ სრულად
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის ს... იხილეთ სრულად
ვინც სასწაულთა შესაძლებლობას უარყოფს, იგი უარყოფს ერთი ცხოველი ღმერთის და ყოვლისშემძლე შემოქმედის არსებობას.
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ის... იხილეთ სრულად
განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება.
რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში
როგორც ღვთის საზომის მიხედვით იზომება ჩვენი ცხოვრების საზომი - ასევე, ცხოვრების საზომის მიხედვით იზომება ღვთის საზომიც (მადლის ნიჭების მიხედვით).