უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
უტკბილეს იესოსთან ერთად შენთვის ყველაფერი ტკბილი იქნება, თვით მწუხარებაც კი ზეციურ ნექტრად მოგეჩვენება.
ნუ განეშორები ქრისტეს, არამედ უფრო შეუერთდი მას სიყვარულის უმტკიცესი ხუნდებით, თუ გსურს ბედნიერება და ნეტარება არა მხოლოდ მომავალ, არამედ - ამჟამინდელ ცხოვრებაში
მათ, ვისაც ქრისტეს მოსმენა არა სურს, რომელიც გვიხმობს: "მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ" (მთ. 11, 28), ოდესმე გაიგონებენ მის ხმას, რომელიც ბრძანებს: "წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას სა... იხილეთ სრულად
ვაი მათ, ვინც განიშორებენ იესოს, ვინაიდან ისინიც ოდესღაც იძულებულნი იქნებიან, განეშორონ მას.
ჯობს სიღატაკის მოთმენა და ქრისტესთან ყოფნა, ვიდრე მასთან ერთობის გარეშე ყოველივე ცხოვრებისეულის უხვად ფლობა.
ჯობს, ყველაფერი დაკარგო ქვეყანაზე, ვიდრე დაკარგო იესო ქრისტე; ყველაფრის დაკარგვას იგი ასმაგად გიზღვავს, მისი დაკარგვა კი მთელი სამყაროს დაუფლებითაც კი ვერ ანაზღაურდება
ადამიანი, რომელიც იესოსთანაა, მდიდარია, თუნდაც ნივთიერი თვალსაზრისით ღარიბი იყოს.