საწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმუნოების შეგონებით, შემწ...
იხილეთ სრულად
საწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმუნოების შეგონებით, შემწეობითა და ძალით არის აღსრულებული.
ერთადერთი საშველი ამ დედამიწაზე ჩვენდამი ხვედრებულ ტანჯვა-უბედურების აღსასუბუქებელად მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებაა, რათა ღრმად გვწამდეს, რომ ყოველი განსაცდელი, ჭირი და ვაება, რაიცა მოიწევიან ჩვენ ზედა, არის საუკუნო ნეტარების თავდე...
იხილეთ სრულად
ერთადერთი საშველი ამ დედამიწაზე ჩვენდამი ხვედრებულ ტანჯვა-უბედურების აღსასუბუქებელად მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებაა, რათა ღრმად გვწამდეს, რომ ყოველი განსაცდელი, ჭირი და ვაება, რაიცა მოიწევიან ჩვენ ზედა, არის საუკუნო ნეტარების თავდები. ამ სარწმუნოების ფრთებით ამაღლდების ქვეყნიერი სიყვარული და ერთად ჩვენი საგონ-საფიქრებელ ძვირფას პირებითურთ შეესაკუთრების ღვთის სახიერებას და მიიღებს დიდ ნუგეშინისცემას
ძირი ყოვლისა სასოებისა კეთილისაი ესე არს - სარწმუნოებაი პირველად შეურყეველი, მარხვაი სიწმიდით, ლოცვაი და ვედრებაი გულსმოდგინედ, გლახაკთმოწყალებაი, სტუმართმოყვარებაი, უცხოთა შეწყნარებაი. და დასაბეჭდველად ამის ყოვლისა, რაითა განჰყიდ...
იხილეთ სრულად
ძირი ყოვლისა სასოებისა კეთილისაი ესე არს - სარწმუნოებაი პირველად შეურყეველი, მარხვაი სიწმიდით, ლოცვაი და ვედრებაი გულსმოდგინედ, გლახაკთმოწყალებაი, სტუმართმოყვარებაი, უცხოთა შეწყნარებაი. და დასაბეჭდველად ამის ყოვლისა, რაითა განჰყიდო მონაგები შენი და მისცე გლახაკთა და სიმართლე შენი ეგოს უკუნისამდე. ამისთვის თვით თავადი უფალი გუასწავებს და იტყვის, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და აღიღე ჯუარი და შემომიდეგ მე და გაქუნდეს საფასე მოუ...
თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა, იმიტომ, რომ შენ შეურაცხყავი ღმერთი, მაგინებელს კი ღმერთი არ აძლევს თავის ნიჭებს - "და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოთ თქუენ" (მათ. 21,22.) - ესეიგი, თუ ეჭვითა და ურწმუნოებით ითხოვ, ვერ მიიღე...
უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მარტოდ მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზედ დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ მარტო მორწმუნე და ზნე მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შ...
იხილეთ სრულად
უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მარტოდ მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზედ დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ მარტო მორწმუნე და ზნე მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შეძინოს ნამდვილი ბედნიერება თავის თავს, საზოგადოებას და სამშობლოს.
სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ხედავდეს მართლმადიდებელად და მ...
სარწმუნოებასთან ერთად თუ სიმტკიცეც არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ. შენს სარწმუნოებას აგინებდნენ, შენ იქ იდგე და ხმას არ იღებდე, ვეჭვობ იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო. ხათრი შეიძლება ბოროტისაგან იყოს, სარწმუნოებაში ხათრი - საერთოდ, არ გამ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებასთან ერთად თუ სიმტკიცეც არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ. შენს სარწმუნოებას აგინებდნენ, შენ იქ იდგე და ხმას არ იღებდე, ვეჭვობ იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო. ხათრი შეიძლება ბოროტისაგან იყოს, სარწმუნოებაში ხათრი - საერთოდ, არ გამიგია!
სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონებიდან.
მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ, ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტ...
იხილეთ სრულად
მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ, ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტომ, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ადამიანისათვის სწორი სარწმუნოების სწავლებაა.
და რომ ყოველი კაცი თავისი გულის საწადელსა და ნდომით სააწრველსა ავათა და ბოროტად არა ხედავს, სცთება და ეს უნებური ცოდვა არის და ადვილად მისატევებელიცა. და თუ ბოროტად ხედავს და თავისის თავის უკადრისად სცნობდეს, არათუ იკადრებს ამ საქ...
იხილეთ სრულად
და რომ ყოველი კაცი თავისი გულის საწადელსა და ნდომით სააწრველსა ავათა და ბოროტად არა ხედავს, სცთება და ეს უნებური ცოდვა არის და ადვილად მისატევებელიცა. და თუ ბოროტად ხედავს და თავისის თავის უკადრისად სცნობდეს, არათუ იკადრებს ამ საქმის მოგონებასა და ქმნასა, არამედ არცაღათუ მიხედავს და იმ თავისის გულის აზრსა არც პირად გამოიღებს და არცფ საქვეყნოდ გამოჰფენს. იმიტომ, რომ სირცხვილი და კაი კაცობის საზრახი შიში კარის მცველებათ უდგანან ნიადაგ, დღე და ღამე,...