ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ამპარტავანს არ ძალუძს, დიდხანს იფიქროს, რადგან მას სურს, რომ ჭკვიანი ჩანდეს და სხვების წინაშე ბრწყინავდეს.
განა არ ჰგავს ქედმაღალი და გაბღენძილი ადამიანი გაბერილ ბუშტს, ანდა - წყალმანკით თუ ძლიერი სიმსივნით დაავადებულ ადამიანს? განა არ მიემსგავსება იგი სასაცილო ბავშვს, რომელსაც ლოყები გამოუბუშტავს?
თავმდაბლობა სულის დიდებულების გამოხატულებაა, ქედმაღლობა - სულის სიმდაბლისა.
საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა; მეტისმეტი კმაყოფილება კი - სისულელე.
ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცდუნებული ხარ, არის ის, რომ საკუთარი თავი სხვაზე ცბიერი გგონია.
ადამიანის გონების არაშორსმჭვრეტელობა სწორედ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იგი იწყებს ოცნებას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მის მჭევრმეტყველებასა და შორსმჭვრეტელობაზე.
რატომ მოხდა, რომ ამაყ ფარისევლებს, რომლებიც უფალმა გველებს, ანუ განკიცხულ სულთა რიცხვს მიაკუთვნა, "იქედნეს ნაშობნი" (მათე 23, 33) - გველთა განსაკუთრებული ჯიშის სახელი ეწოდათ? იქედნე პატარა, ძლივს შესამჩნევი, ბრმა გველია, მაგრამ შე... იხილეთ სრულად