უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს: ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს
ისეთი იყავი იესოსთან მიმართებაში, როგორიც გინდა, რომ ის იყოს შენს მიმართ. გსურს, უხვად გადმოღვაროს შენს მიმართ თავისი სიყვარული? მაშ, გაუღე მთელი სისრულით გულის კარი
ამოირჩიე, რა უკეთესია - მთელი სამყარო გაიხადო მტრად, თუ იესო შეურაცხყო?
უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო (კლ. 9, 59, 60)
დაე, გქონდეს სიყვარული ადამიანებისადმი ქრისტეს გულისთვის, იესოსადმი კი თავად მის გამო
ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ, უღირსნი: მაშ, ჩვენც შევიყვაროთ იგი, რომელიც ყოველგვარი სიყვარულის ღირსია
რასაც ღარიბ-ღატაკი ღებულობს, მას თავად ქრისტე ღებულობს - ამ ღატაკის სახით (მთ. 25, 40).
ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენთაგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისათვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?"