ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარ... იხილეთ სრულად
ყველა მიწიერი მწუხარება მომავალი ცხოვრების ნეტარებასთან შედარებით იგივეა, რაც მწერის მიერ ნაკბენის მიწიერი წამიერი ტკივილი.
ჩვენი ცხოვრება - ერთი წუთია მარადისობასთან შედარებით და ამიტომ "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ" (რომ 8, 18) მომავალ საუკუნეში.
სჯობს დროებითი მწუხარებით საკუთარი თავი მარადიული სიხარულისთვის მოვამზადოთ, ვიდრე, აქ მსუბუქი მწუხარებისგან თავის დახსნით მოკლებულ ვიქნეთ წარუვალ სიხარულს.
დაე, დიდი იყოს ჩვენი მწუხარება: მაგრამ ჯილდო, რაც მისთვის გვაქვს აღთქმული, შეუდარებლად დიდია. ნუთუ უარს ვიტყვით, დავითმინოთ მცირედი, იმისთვის, რომ უდიდესი მივიღოთ?
დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს