უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ო, ვერ გაწვდება ადამიანის გონება ღვთის სიყვარულის მთელ სიგრძე-სიგანესა და სიმაღლეს, რომელიც იესო ქრისტესგან გადმოდის ჩვენზე. მაგრამ მით უფრო საშინელია, იყო უმადური ამ სიყვარულის წინაშე
თუ ჩვენ ყველაფრით დავალებულნი ვართ უფლისგან ჩვენი შექმნის გამო, მაშ, რა ძალგვიძს მივაგოთ ღმერთს მის მიერ ჩვენი გამოსყიდვის საქმის აღსრულებისათვის და თანაც - ასე აღსრულებისათვის?
თუ სამყაროს შექმნა ღვთის სიყვარულის საქმეა, მაშინ ადამიანთა გამოსყიდვის საქმე ძე ღვთისას სიკვდილით, არის ღვთის სიყვარულის სასწაული.
ქრისტე ზეციდან გარდამოხდა გამოსყიდვის აღსასრულებლად, ზეცაში კი ჩვენს განსადიდებლად ავიდა
მიწაზე ჩამოსულმა ძე ღვთისამ არ დატოვა თავისი ზეციური მამა, ხოლო როცა ზეცად ავიდა, არ მიუტოვებია მისი სახელის მორწმუნენი
ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება
ქრისტემ როგორც თავისი აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარი და მორწმუნეებს გაუხსნა მისგან გამოსასვლელი გზა, ასევე თავისი ამაღლებით იგი აღებს ზეცის კარს და მორწმუნეებს მასში შესასვლელს უხსნის