41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართე...
იხილეთ სრულად
41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართებთ მათ, რომ ძალუმად დაშვრენ და იზრუნონ საკუთარ თავზე, რადგან თუნდაც რომ ვერ შეძლონ მათ, სათნოების კვალობაზე მწვერვალამდე ეუფლონ ცხონებასაც, გულმოდგინებისა და მოწადინების შედეგად ან უკეთესნი გახდებიან, ან ყოველ შემთხვევაშ...
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტად მცოდნეა ღვთისა და არ ცხრება, რომ უშურველად აკეთოს ყოველივე, რაც სათნოა ღვთისთვის, თუმცა ამგვარნი კაცნი იშვიათად იპოვებიან
39. კეთილგონიერ ადამიანს მართებს განჭვრიტოს თავისი ძალები და თავის შიგნით სულიერი სათნოების შემმართებლობა, რომ ამ სახით განემზადოს იგი და შეერკინოს შემხვედრ ვნებებს, შესაბამისად იმ ძალებისა, მასში რომ არის, - ბუნებითად ღვთივბოძებუ...
იხილეთ სრულად
39. კეთილგონიერ ადამიანს მართებს განჭვრიტოს თავისი ძალები და თავის შიგნით სულიერი სათნოების შემმართებლობა, რომ ამ სახით განემზადოს იგი და შეერკინოს შემხვედრ ვნებებს, შესაბამისად იმ ძალებისა, მასში რომ არის, - ბუნებითად ღვთივბოძებულთა, - რადგან აქვს მას თავშეკავება სილამაზისა და ყოველგვარი სულისმავნებელი გულისთქმის წინააღმდეგ, ისევე როგორც მოთმინება - სიმძიმილთა და გაჭირვების წინააღმდეგ, ან კიდევ ძვირუხსენებლობა - გინებისა და მრისხანების წინააღმდე...
38. ჭეშმარიტი ადამიანები იმდენად უნდა ესწრაფვოდნენ ღვთისმოყვარედ და სათნოებითად მოღვაწეობას, რომ მათი სათნოებითი ცხოვრება ელვარე იყოს სხვა ადამიანთა შორის, ისევე როგორც ელვარებს და შეიცნობა თეთრ ტანსაცმელში მცირე ზომის ძოწეული, სა...
იხილეთ სრულად
38. ჭეშმარიტი ადამიანები იმდენად უნდა ესწრაფვოდნენ ღვთისმოყვარედ და სათნოებითად მოღვაწეობას, რომ მათი სათნოებითი ცხოვრება ელვარე იყოს სხვა ადამიანთა შორის, ისევე როგორც ელვარებს და შეიცნობა თეთრ ტანსაცმელში მცირე ზომის ძოწეული, სამკაულად დადებული მასზე, რადგან ამ სახით უფრო მტკიცედ იღვაწებენ ისინი სულის სათნოებათა გამო
34. ისინი, რომლებიც მისდევენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, ეშურებიან სულის სათნოებებს, როგორც მათ პირად მონაპოვარსა და მარადიულ შვებას, წუთიერთაგან კი ისე იშვებენ, როგორც ეს ნებადართულია და როგორც თვით ღმერთს მოუცია და ...
იხილეთ სრულად
34. ისინი, რომლებიც მისდევენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, ეშურებიან სულის სათნოებებს, როგორც მათ პირად მონაპოვარსა და მარადიულ შვებას, წუთიერთაგან კი ისე იშვებენ, როგორც ეს ნებადართულია და როგორც თვით ღმერთს მოუცია და ნებავს, ამასთან, ყოვლადი სიხარულითა და მადლიერებით იხმევენ მათ, თუმცა კი ფრიად ზომიერად, რადგან უხვად ჭამა ნივთიერ სხეულს აძლევს საზრდოს, ხოლო ღვთის ცოდნა, თავშეკავება, კეთილობა, ქველმოქმედება, კეთილმსახურება და უდრტვინვ...
32. ყოველი სულიერი ვნების მოწევნისას გახსოვდეს, რომ ისინი, რომელბიც მართლაზროვნებენ და სურთ, რომ ყოველივე საკუთარი ჯეროვნად და უსაფრთხოდ განაგონ, არათუ ხრწნადი ნივთების ლფობას მიიჩნევენ საწადელად, არამედ - მართებულ და ჭეშმარიტ სწა...
იხილეთ სრულად
32. ყოველი სულიერი ვნების მოწევნისას გახსოვდეს, რომ ისინი, რომელბიც მართლაზროვნებენ და სურთ, რომ ყოველივე საკუთარი ჯეროვნად და უსაფრთხოდ განაგონ, არათუ ხრწნადი ნივთების ლფობას მიიჩნევენ საწადელად, არამედ - მართებულ და ჭეშმარიტ სწავლებებს, რადგან ამათგან ბედნიერდებიან ისინი. მართლაც, სიმდიდრე წარიპარება და უმძლავრესთაგან მიიტაცება. ასეთ დროს სწორედ სულის სათნოებაა ერთადერთი მყარი და განუძარცველი ქონება, რაც გადაარჩენს მის მფლობელებს სიკვდილის შემდ...
27. უმშვენიერესი ცხოვრების გამო გარჯილობა და სულისთვის ზრუნვა კეთილ და ღვთისმოყვარე კაცებს მოიმუშაკებს, რადგან ვინც ღმერთს ეძიებს, პოულობს კიდეც, ყოვლითურთ იმარჯვებს რა გულისთქმაზე და არ განუდგება რა მლოცველობას, ვინაიდან ამგვარი ...
იხილეთ სრულად
27. უმშვენიერესი ცხოვრების გამო გარჯილობა და სულისთვის ზრუნვა კეთილ და ღვთისმოყვარე კაცებს მოიმუშაკებს, რადგან ვინც ღმერთს ეძიებს, პოულობს კიდეც, ყოვლითურთ იმარჯვებს რა გულისთქმაზე და არ განუდგება რა მლოცველობას, ვინაიდან ამგვარი ვინმე არ უშინდება ეშმაკებს
25. მართებთ სათნოებითი და ღვთისმოყვარე ცხოვრების მაძიებლებს, განეშორონ ამპარტავნებასა და ყოველგვარ ფუჭსა თუ ცრუ დიდებას, და ესწრაფონ ცხოვრებისა და აზრების ჯეროვან გამოსწორებას, რადგან სწორედ ღვთისმოყვარე და უცვალებელი გონებაა ზეამ...
იხილეთ სრულად
25. მართებთ სათნოებითი და ღვთისმოყვარე ცხოვრების მაძიებლებს, განეშორონ ამპარტავნებასა და ყოველგვარ ფუჭსა თუ ცრუ დიდებას, და ესწრაფონ ცხოვრებისა და აზრების ჯეროვან გამოსწორებას, რადგან სწორედ ღვთისმოყვარე და უცვალებელი გონებაა ზეამყვანი გზა ღვთისაკენ
24. მოაზროვნე ადამიანებს მართებთ ყურადღება მიაპყრონ არათუ ხშირ საუბრებს, არამედ - სასარგებლოს, რასაც კი მეწინამძღვრეობს საღვთო ნებელობა, რადგან ამ სახით კვლავ მარადიული ცხოვრებისა და სინათილისაკენ წარემართებიან ადამიანები
23. ისინი, რომლებიც მცირედით, და არა ყოვლითურთ, არიან დაკავებულნი ამ ცხოვრებით, საფრთხესაც აღწევენ თავს და დამცველებიც არ სჭირდებათ, იმარჯვებენ კი გულისთქმაზე ყოვლითურთ და ადვილად პოულობენ ღვთისაკენ გზას