დასაწყისში როგორც კი შევიცნობთ ღმერთს, როგორც ყოველგვარი სიკეთის შემოქმედს, ჩვენზე მზრუნველსა და ჩვენს მფარველ მამას, მაშინ უნდა ვერწმუნოთ მას მთელი სულითა და გულით. და მხოლოდ მას ვსასოებდეთ. და როცა ჩვენს თავზე გამოვცდით მის ქველ...
იხილეთ სრულად
დასაწყისში როგორც კი შევიცნობთ ღმერთს, როგორც ყოველგვარი სიკეთის შემოქმედს, ჩვენზე მზრუნველსა და ჩვენს მფარველ მამას, მაშინ უნდა ვერწმუნოთ მას მთელი სულითა და გულით. და მხოლოდ მას ვსასოებდეთ. და როცა ჩვენს თავზე გამოვცდით მის ქველმოქმედებას, შევიყვარებთ მას. და როდესაც მთელი გულით შევიყვარებთ ღმერთს, როგორც შემოქმედს, მაშინ მოყვასსაც შევიყვარებთ, როგორც საკუთარ თავს, რადგან გვეცოდინება, რომ ჩვენ ძმები ვართ ადამის ბუნებით და ქრისტეს მადლით
თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.
მოყვასისადმი კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ, გამოხედვითაც კი არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. როდესაც ზურგს ვაქცევთ ანდა შეურაცხვყოფთ ადამიანს, გულზე თითქოს ლოდი გვაწვება... მოყვასისადმი ვიყოთ სიტყვითაც და აზრითაც სუფთანი და ყველას მიმართ თ...
იხილეთ სრულად
მოყვასისადმი კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ, გამოხედვითაც კი არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. როდესაც ზურგს ვაქცევთ ანდა შეურაცხვყოფთ ადამიანს, გულზე თითქოს ლოდი გვაწვება... მოყვასისადმი ვიყოთ სიტყვითაც და აზრითაც სუფთანი და ყველას მიმართ თანაბარნი - სხვაგვარად ჩვენი ცხოვრება უნაყოფო იქნება. მოყვასი საკუთარ თავზე ნაკლებად არ უნდა გვიყვარდეს, როგორც უფალმა გვამცნო: "შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 19, 19)