სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყ...
იხილეთ სრულად
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისათვის. სადაც გამოერევა ადამიანის "მე", იქ უთუოდ უნებლიეთ წარმოსდეგა მონებაცა ერთის მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერსა, იქ იქნება დესპოტობა, მონ...
სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯო...
იხილეთ სრულად
სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯოჯოხეთისა სახელი აღიხოცების, არამედ ანგელოზთა ზეცისათა მოიცვიან, მთავარანგელოზთაგან მოიზღუდვიან, სერობინთაგან შეიჭურვიან, ქერობინთაგან შეითვისებიან, ზეციერნი განემზადებიან, სასუფეველი კარს განუღებს, სიყვარულის მქადაგებელნ...
რა არის სინამდვილეში სიყვარული? სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი სა...
იხილეთ სრულად
რა არის სინამდვილეში სიყვარული? სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი საქმე თავგანწირვას მოითხოვს.
მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდადა გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აღიყვანს "მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას".
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არ...
იხილეთ სრულად
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არა უულებელს გვყვნაურჩებითა მისითა წარწყმედილნი. სიყვარულითა მით გარდამეტებულნი მომიძია ჩვენ, დამდაბლდა და მსგავს ჩვენდა იქმნა. არამედ არა მსგავს ჩვენდა მოკვდა ჩვენთვის, არამედ ვითარცა ერთი ცოდვილი და შეურაცხი, ჯვარსა დამო...
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელი...
იხილეთ სრულად
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელისდებად, რომელმან შეიყვარა პავლე, განმყვრნელი სამწყსოთა ქრისტესთა? რომელი თვით პავლეცა მიუწერს კორინთელთა პირველსა ებისტოლესა შინა: "ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქვნდეს, ვიქმენ მე ვითარც...
გესმისთა დიდისა მოციქულისა, ძმანო, რამეთუ არღარა კაცობრივთა ენათა მოუბრობა, არცა ანგელოზებრივი ქადაგება, არცა წინასწარმეტყველება და სიბრძნით საიდუმლოს ცნობა, არცა მრავალნი სასწაულნი, არცა მონაგებთა გლახაკთა განყოფა, არცაღათუ ქრისტ...
იხილეთ სრულად
გესმისთა დიდისა მოციქულისა, ძმანო, რამეთუ არღარა კაცობრივთა ენათა მოუბრობა, არცა ანგელოზებრივი ქადაგება, არცა წინასწარმეტყველება და სიბრძნით საიდუმლოს ცნობა, არცა მრავალნი სასწაულნი, არცა მონაგებთა გლახაკთა განყოფა, არცაღათუ ქრისტესათვის ტანჯვათა დათმენა და ცეცხლითა და მახვილითა განკაფა სარგებელ გვეყოს, რომელთა არა ქვაქვნდეს სიყვარული, და თუცა ვიყოთ მოძულე კაცთა, ყოველნი უხმარ ჩვენდა იყვნეს და არღაცა შემიყვარნეს ჩვენ ღმერთმან და ვერცა კეთილი რამე...
განვმარტოთ, საყვარელნო, მეტი გარკვეულობისათვის თითოეული თვისება ამა სიყვარულისა. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. ეს ნიშნავს, რომ მოყვასის მოყვარული, მოყვასის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისათვის, სამაგიეროს მას არ უხდის, არამედ მშვიდ...
იხილეთ სრულად
განვმარტოთ, საყვარელნო, მეტი გარკვეულობისათვის თითოეული თვისება ამა სიყვარულისა. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. ეს ნიშნავს, რომ მოყვასის მოყვარული, მოყვასის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისათვის, სამაგიეროს მას არ უხდის, არამედ მშვიდად და უწყინრად გადააქვს იგი; კიდევ მეტი; ლოცვილობს კიდეც მისთვის. ასე ლოცვილობდა ჯვარცმული ღმერთკაცი იესო ქრისტე მის ჯვარცმულებზე და იტყოდა: მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმ (ლუკ. 23, 34). ასევე ლოცვილობდა...