სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სინანულის ცრემლი გულიდან გამონაჟონი სისხლია, ის ქათქათა თეთრი სამოსია, რომლითაც სული იმოსება
ამპარტავანი ადამიანის განსახიერებები იყვნენ ძველი ფარისევლები. საეროდ, სახარებაში ჩვენ ჩვენი ყველა კითხვის პასუხს ვიპოვით, თუკი ყურადღებით წავიკითხავთ. პარისევლები მოელოდნენ მესიას, მაგრამ როცა იგი მოევლინა ქვეყანას, არ სცნეს. რატ... იხილეთ სრულად
მრავალი გზაი გიჩუენა შენ სინანულისაი, რაითა განგამარჯოს შენ ზეცად აღსავალი. უკუეთუმცა ერთი ხოლო გზაი ეჩუენა შენდა, ნუუკუემცა ჰმიზეზობდი და სთქუ: ვერ შემძლებელ ვარ ამას გზასა მისლვად. ამისთვის მრავალი გზაი გიჩუენა შენ მრავალ-ფერთა ... იხილეთ სრულად
57. დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს, გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.
თუ კაცი მოეგო თავის თავს, ესე იგი ღრმად დაფიქრდა თავის უღირსებაზედ, თუ ცხოველად და პირუთვნელად წარმოიდგინა ყოველნი თვისნი ბოროტი სიტყვანი და საქმენი, არ შეიძლება სინანული არ აენთოს მას გულში.
55. ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია, ღვთის სამართალს დაემალო.
ვინემ კაცი არ მოიძულებს, არ მოიძაგებს თავის ცოდვას, არ ითქმის რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს და ჭეშმარიტად ჰსურს საუკუნოდ გაყრა ცოდვასთან, საუკუნოდ მისგან განშორება.
ერთი მიუცილებელი თვისება აქვს ჭეშმარიტს სინანულს. კაცი ჭეშმარიტად შემნანებელი მოიძაგებს თავის ცოდვას, ესე იგი არა თუ სწუხს მასზედ, არამედ კიდეც სძულს თავისი ცოდვა, და მაშასადამე, რასაკვირველია, უარჰყოფს მას, გააგდებს და ეზარება მი... იხილეთ სრულად
წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა თვისსა: „უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის“ (ფს. 50). ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ ორი საშუალება, ანუ ღონისძიება უნდა იხმაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა ქრსტი... იხილეთ სრულად
თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, თუ ხედავ, რომ ეკლესიაში დაფანტული გონება გაქვს, თუ გამოსცადე, რომ ცოდვა გერევა, გიზიდავს, მომეტებულითა ერთგულებითა ილოცევდი: „სინანულისა ბჭე განმიღე, მხსნელო“. როგორადაც სხვა ყოველი ნიჭი და მადლი ღვთი... იხილეთ სრულად