ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
სადაც ქრისტეა, - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, - ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა, იქ სასუფევლის ზეიმია.
როგორც არ შეიძლება ხედვა თვალთა უსინათლოდ, ანუ ლაპრაკი უენოდ, ანუ სმენა უყუროდ, ანუ სვლა უფეხოდ, ანუ მუშაობა უხელოდ, აგრეთვე იესო ქრისტეს გარეშე არ შეიძლება ცხოვნება, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა.
ეს ყველა ქრისტიანს ეხება, რომლებიც ირჯებიან და ლოცვით სთხოვენ ღმერთს ზეციურ სასუფეველს, რამეთუ უფალი თავისი სიტყვებით მიმართავდა მოციქულებსაც და მთელ ხალხსაც. მაგრამ განსაკუთრებით წინასწარმეტყველურად ისინი უფლის ფერისცვალების ჟამს... იხილეთ სრულად
და ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს უფრო ახლოს, უფრო წმინდად და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს.
დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება.
თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს, დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა-ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფევლის დამკვიდრებ... იხილეთ სრულად
რა მოუვათ დაოჯახებულ ადამიანებს? ნუთუ მათთვის ზეციური სასუფეველი დაკარგულია? რასაკვირველია, არა. უფალმა ყველა თავის საქმეზე უწინარეს ქორწინების საიდუმლო დაადგინა, იგი გალილეას კანაში აკურთხა.
ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.