წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა
მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ
იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას
პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვა და შემდეგ ატირდა მწარედ, დაავიწყდა წინასწარმეტყველის მიერ თქმული - ვსთქუ ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა მსცოდო ენითა ჩემითა (ფს. 38,1). და კიდევ სიტყვები სხვა ბრძნისა - სჯობს სიმაღლიდა... იხილეთ სრულად
მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ე... იხილეთ სრულად
ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავალსიტყვაობას ცეხხლივით გაურბის
დაყუდების მოსურნე გმანავს თავის ბაგეს, ხოლო ვისაც სენაკიდან გამოსვლა უყვარს, მას იქიდან მრავლისმეტყველების ვნება დევნის
ვინც ციდან გარდამოსრული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ ადგილებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი - კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.
ბევრს არ ძალუძს საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭურჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომელსაც ბაგის შეუკვებლობის შეკავება შეუძლია. ღვთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია
ერთმანეთზე შეხლისას რკინა და ქვა ცეცხლს აღმოაცენებენ. მრავლისმეტყველება და განცხრომა ერთად სიცრუეს ბადებენ