ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
მონანიებულ სულს უფალი აძლევს სამოთხეს და სასუფეველს თავისთან. ურიცხვი გულმოწყალების გამო იგი არ იხსენებს ჩვენს ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა იგი ჯვარზე ავაზაკს.
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე; მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს.
თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და უფლის მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვდირებს.
თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი ნურავის ცხონების გამო, ვიდრე ადამიანს ჯერ კიდევ აქვს სინანულის დრო.
"აი, ერთი უმოკლესი გზა, რომელსაც ცოდვათა შენდობისკენ მივყავართ, - ბრძანებს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, - კონკრეტულად კი: არ განიკითხო! თუ არ განიკითხავთ, არც თქვენ განიკითხებით!" (ლუკა 6, 37). "აი, ცხონების გზა მარხვის, ღამისთევის... იხილეთ სრულად
შურიანი ზეცაში არაფრად გამოდგება, რადგან იქაც არსებობს განსხვავება; თვითონ ვერ გაიხარებდა და სხვების სიხარულსაც მოწამლავდა.
ნემსით ჩხვლეტა დიდ ტკივილს არ აყენებს; მაგრამ თუკი ვინმეს აზრად მოუვიდოდა, საკუთარი სხეული დიდხანს დაეჩხვლიტა ერთსა და იმავე ადგილას, მაშინ ასეთ ხუმრობას საზიანო შედეგები მოჰყვება, რადგან ზოგჯერ ძლივს შესამჩნევ ნაჩხვლეტს იმდენად ძ... იხილეთ სრულად