შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს. ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთა... იხილეთ სრულად
იშრომე ძალისამებრ და სუფთა სინდისით. ილოცე საკუთარი თავისთვის და ყველა ძმისთვის. დაე, შენმა სიყვარულმა დაფაროს ყველაფერი, რომ მახეებს მონავარდე არწივივით გადაევლო თავზე.
მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომილი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრომონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივიწყ... იხილეთ სრულად
რამდენადაც ვაიძულებთ თავს, მით მეტს მოვიგებთ; რამდენსაც იმუშავებს კაცი, საზღაურიც იმდენი ექნება.
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვ... იხილეთ სრულად
რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რაც ცათა სასუფეველშია დაუნჯებული!
გამხნევდი, შრომა ხანმოკლე და წარმავალია, ხოლო „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12). იბრძოლე და იფხიზლე გულისსიტყვებთან მიმართებაში. ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული, ხოლო კ... იხილეთ სრულად