მეხუთე წყლული, მეხუთე ვნება არის მოწყინება - ნაღვლობა. მას შეიძლება ვუწოდოთ სიკვდილი სიკვდილამდე. ნაღვლობას, ჩვეულებრივ, საწუთოსა და წარმავალის ზედმეტი შეყვარება იწვევს. ადამიანი ცხოვრებაში ეძიებს იმას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ა...
იხილეთ სრულად
მეხუთე წყლული, მეხუთე ვნება არის მოწყინება - ნაღვლობა. მას შეიძლება ვუწოდოთ სიკვდილი სიკვდილამდე. ნაღვლობას, ჩვეულებრივ, საწუთოსა და წარმავალის ზედმეტი შეყვარება იწვევს. ადამიანი ცხოვრებაში ეძიებს იმას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ამქვეყნად. იგი ეძიებს ბედნიერებას, მის თვალწინ კი, ყოველდღიურად ბანქოს ქოხებივით ინგრევიან და აჩრდილებივით ქრებიან ბედნიერების მოჩვენებები. ადამიანი ეძიებს მუდმივობას. აქ კი ყოველივე იცვლება, მოძრაობს, ჩანჩქერივით უფსკრულ...
link
მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა. ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს, მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ...
იხილეთ სრულად
მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა. ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს, მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ცუდი და მავნებელი ცოდვა არის მოწყინება, მაშასადამე, ოდესცა გულში გაგიჩნდება იგი, მაშინვე ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან. ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ყოველთვის ღმერთზედ სასოება უნდა ქონდეს.
link
კაცს ღმერთმა მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მისი ბედნიერებისათვის: ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, – ის არ შთავარდება მოწყინებაში. თუ შეემთხვია მას რომელი...
იხილეთ სრულად
კაცს ღმერთმა მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მისი ბედნიერებისათვის: ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, – ის არ შთავარდება მოწყინებაში. თუ შეემთხვია მას რომელიმე ზარალი, ანუ უბედურება, მაინც სულგრძელ არს და მალე გამოვა ზარალითგან. მაშასადამე, მოწყინება დაემართება მხოლოდ იმ კაცს, რომელიც არის ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ცუდი ყოფა–ქცევისა
link
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შ...
იხილეთ სრულად
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთ კაცს მოეწყინება თავისი სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო. ამაზედ იწყებს მწუხრებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნ...
link
ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის წინააღმდეგაა, რომელიც თანაშეუღლებულია მწუხარების სულთან და თანამოქმედებს მასთან ერთად. ესაა საშინელი და ულმობელი ეშმაკი, მონაზვნებს რომ გამუდმებით ებრძვის. იგი მეექვსე ჟამზე (დაახ. 12 საათი...
იხილეთ სრულად
ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის წინააღმდეგაა, რომელიც თანაშეუღლებულია მწუხარების სულთან და თანამოქმედებს მასთან ერთად. ესაა საშინელი და ულმობელი ეშმაკი, მონაზვნებს რომ გამუდმებით ებრძვის. იგი მეექვსე ჟამზე (დაახ. 12 საათი, შუადღე) დაეცემა მონაზონს, შთაუნერგავს მას სისუსტესა და ძრწოლას, შეაძულებს საკუთრივ იმ ადგილსაც და იქ თანამცხოვრებ ძმებსაც, აგრეთვე, ყოველგვარ საქმეს და თვით საღვთო წერილთა კითხვასაც, თანაც შთაუგდებს (ჩააგონებს) ადგილის...
link
ნებისმიერი ვნება მისი საპირისპირო რომელიმე სათნოებით მარცხდება. მოწყინება კი განდეგილისთვის სიკვიდილის მომტანია. მხნე სული მკვდარ გონებასაც კი აღადგენს. მოწყინება და სიზარმაცე კი მთელ სიმდიდრეს განაბნევს
მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამზე ამოქმედდება თავის ტკივილით, სიცხით, მუცლის ტკივილით. მეცხრე ჟამზე მცირედ დაგვეხსნება, ხოლო ტრაპეზის მოახლოებისთანავე საწოლიდან წამოდგომას გვაიძულებს. მაგრამ შემდეგ, ლოცვის ჟამს, კვლავ ამძიმებს სხეულს...
იხილეთ სრულად
მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამზე ამოქმედდება თავის ტკივილით, სიცხით, მუცლის ტკივილით. მეცხრე ჟამზე მცირედ დაგვეხსნება, ხოლო ტრაპეზის მოახლოებისთანავე საწოლიდან წამოდგომას გვაიძულებს. მაგრამ შემდეგ, ლოცვის ჟამს, კვლავ ამძიმებს სხეულს. ლოცვაზე დგომისას ძილს გვგვრის და მთქნარებით გალობის მუხლებს გვტაცებს პირიდან
link
მოწყინება უცხოთშემწყნარებლობის სურვილს აღძრავს. ჩააგონებს, რომ ხელსაქმისაგან მოწყალება გაიღოს. სურვილს უნერგავს, რომ ავადმყოფი მოინახულოს, ახსენებს მას, რომელმაც თქვა: უძლურ ვიყავ და მოხვედით ჩემდა (მთ.25.36). სულმოკლეთა და უძლურე...
იხილეთ სრულად
მოწყინება უცხოთშემწყნარებლობის სურვილს აღძრავს. ჩააგონებს, რომ ხელსაქმისაგან მოწყალება გაიღოს. სურვილს უნერგავს, რომ ავადმყოფი მოინახულოს, ახსენებს მას, რომელმაც თქვა: უძლურ ვიყავ და მოხვედით ჩემდა (მთ.25.36). სულმოკლეთა და უძლურებთან მისვლას აიძულებს და თავად სულმოკლე სხვა სულმოკლეთა ნუგეშისცემას ცდილობს.
ლოცვაზე დგომისას ეს ცბიერი სული საჭირო საქმეებს შეახსენებს და ყოველგვარ მზაკვრობას ხმარობს, რომ უფალთან საუბარს განარიდოს, თანაც თითქოსდა - რა...
link
ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისთვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება, სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის. როცა განდეგილის სენაკს დაინახავს, მოწყინება ხარობს, მიუახლოვდება და ...
იხილეთ სრულად
ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისთვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება, სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის. როცა განდეგილის სენაკს დაინახავს, მოწყინება ხარობს, მიუახლოვდება და იქვე სახლდება. ექიმი დილაობით ინახულებს ხოლმე ავადმყოფს, მოწყინება კი დაახლოებით შუადღისას ესტუმრება მოღვაწეს.
link
მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობითი საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.