მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა,... იხილეთ სრულად
„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ. 8, 18). უსაზღვრო და მიუწვდომელია მათი დიდება, ვინც ქრისტეს ნათელში ივლის.
ადამიანი ამქვეყნად ტირილით იბადება, გოდებითა და მწუხარებით ცხოვრობს, იმქვეყნადაც ცრემლითა და ტკივილით მიდის.
აწინდელი დრო ღვთისთვის ბრძოლის, მწუხარების, შრომის დროა, ხოლო მომავალი – მარადიული დიდების გვირგვინების, ჯილდოების, ქების, ღვთის უზენაესი საყდრის მახლობლად წმინდა ანგელოზებთან ერთად მკვიდრობის ჟამია.
ქრისტეს სიყვარულს სხვა სიყვარული ნუ განგაშორებს. ქრისტე რომ მოიპოვო, ყოველივე ნაგევად ჩათვალე. ამ ცხოვრების ჭირი მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელიც მებრძოლებს მიეცემათ, არაფერია (რომ. 8, 18).
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამია... იხილეთ სრულად
ბოროტებისადმი მიდრეკილებამ, როგორც პირველმშობელთა მემკვიდრეობამ და ოდითგანვე ბედნიერების წყაროსგან მოწყვეტის ნიშანმა, ნაყოფმა და გადმონაშთმა, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების გახლეჩა გამოიწვია. ის (ადამიანური ბუნება) ბოროტისკენ გა... იხილეთ სრულად