სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინა... იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო... იხილეთ სრულად
ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
შეუძლებელია გემის გარეშე გადავცუროთ ზღვა და ნავსადგურს მივაღწიოთ. ასევე შეუძლებელია სინანულის გარეშე სიყვარულის ნავსაყუდელში მოვხვდეთ.
როდესაც კაცი შესცოდავს და არ მოინანიებს, უფალი ღვთაებრივ მზერას მოაშორებს და მის სულს მაშინვე უზნეობის წყვდიადი მოიცავს. ადამიანი ბოროტი საქმეების ჩადენას იწყებს. უწმინდური ეშმაკი გამუდმებით, სულ უფრო მეტად შებილწავს იმ საბრალო სუ... იხილეთ სრულად
ლმობიერების, სინანულის ცრემლის, სიხარულის, სიმშვიდის მოპოვება გსურს? გონების წისქვილს კეთილი აზრები მიაწოდე, მაგალითად, სულის, სიკვდილის ხსოვნის, სამსჯავროს შესახებ და სხვ. მაშინ შესაბამის სულიერ შედეგს მიიღებ! მაგრამ თუ ადამიანი ... იხილეთ სრულად