აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველა მშობელი მართლა მშობელი კი არ არის, გამჩენია ბავშვისა, მაგრამ აღმზრდელი - არა. გაჩენა ადვილია, 9 თვე უნდა გაჩენას, მაგრამ 9 წელი არ ყოფნის გაზრდას
თუ შენი თავი ვერ აღზარდე, ვერც შვილს აღზრდი. გაღიზიანებული თუ ხარ, შვილს ვერ ეტყვი - ნუ ღიზიანდებიო. გაბრაზებით გაბრაზებულს ვერ დაამშვიდებ
ბავშვს წარსული არ უყვარს. მით უმეტეს, როცა ვუხსენებთ წარსულ ცუდს, ბავშვი გიჟდება ამის გამო, მოთმინებას კარგავს, მდგომარეობიდან გამოდის
სამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს