ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.
„სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ ...
იხილეთ სრულად
„სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ და მდევნელად. როცა მადლი მოვა, ის გაფანტულ გონებას მოკრებს, მზაკვარი და უწმინდური გულისსიტყვებისგან განკურნავს და უფლის ხსენებით დაატკბობს მას.
ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.