მეცნიერება - ციტატები, გამონათქვამები
მეცნიერება - ციტატები, გამონათქვამები მეცნიერება, გამონათქვამები, ციტატები
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელ... იხილეთ სრულად
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად განცო... იხილეთ სრულად
ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: "მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად".
მეცნიერებაცა და რელიგიაც საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას.
მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზ... იხილეთ სრულად
ყრმისთვის მხოლოდ გონების განვითარებაზე ზრუნვა და მისთვის შერყვნილი გულის გამოუსწორებლობა ნიშნავს იმას, რომ დახელოვნებულ ბოროტმოქმედს ხელში მჭრელი მახვილი მისცე. უმეცრებას რელიგიის გარეშე თავისი სიბრიყვით ნაკლები ბოროტების გაკეთება... იხილეთ სრულად
თუკი სული კაცისა კეთილმსახური და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით არ იცხოვრებს, მისთვის არავითარი სარგებლობა არ ექნება მეცნიერებათა შესწავლას. ყველა ბოროტების მიზეზი კი შეცდომილება, საცთური და ღმერთის უცნობელობაა.
მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა შესაძლოა, სასიკეთო და სასარგებლო ოყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი რწმენისა და ღვთის შეცნობისაგან დაშორებული არ არის.
მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლო... იხილეთ სრულად