როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თ...
იხილეთ სრულად
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმ. 32, 9).
როგორც ჰაერის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ასევე მარადიულ ცხოვრებაში შეუძლებელია ღმერთთან ყოფნა, თუკი ღვთის სიყვარულის კეთილსურნელოვანი და ტკბილი ჰაერით არ ვისუნთქეთ.
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ...
იხილეთ სრულად
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთაებრივი სიხარული და მხიარულება. ამის შემდეგ კი ღმერთი ღვთისმოყვარეებსა და მცნების აღმასრულებლებს თავის მარადიულ სამეფოში ჯილდოს მიანიჭებს აღთქმისამებრ – მთელი სისრულით უბოძებს მათთვის სამყაროს შექმნამდე გამზადებულ სიკეთე...