სახარების კითხვა - ციტატები, გამონათქვამები
სახარების კითხვა - ციტატები, გამონათქვამები სახარების კითხვა, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც კითხულობ უფლის მიერ განკურნებულ კეთროვანთა, განრღვეულთა, ბრმათა, მკელობელთა, ეშმაკეულთა შესახებ, იფიქრე, რომ შენი სული - ათასი ცოდვით მოწყლული, დემონთა ტყვეობაში მყოფი - სწორედ იმ სნეულთა მსგავსია. სახარებიდან ისწავლე რწმე... იხილეთ სრულად
იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად - თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდ... იხილეთ სრულად
ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასა... იხილეთ სრულად
ღმერთმა გაუმჟღავნა თავისი ნება საბრალო მტვერს - ადამიანს! წიგნი, რომელშიც ეს დიდი და ყოვლად წმიდა ნებაა გადმოცემული, წინ გიდევს. შეგიძლია მიიღო ან უარყო შენი შემოქმედისა და მაცხოვრის ნება - გააჩნია, როგორ ისურვებ. შენ საუკუნო ცხოვ... იხილეთ სრულად
როდესაც სახარებას გადაშლი და წაკითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცევით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი ი... იხილეთ სრულად
ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.
სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება.
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწ... იხილეთ სრულად
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რ... იხილეთ სრულად
დაფიქრდი სახარების ამ ზეციური მასწავლებლის სწავლების, განსაკუთრებით მისი მთაზე ქადაგების შესახებ, რომელიც მათე მახარებელმა ჩაიწერა: "და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ... და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მა... იხილეთ სრულად