განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები
განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები განმარტოება, გამონათქვამები, ციტატები
ამბა მარკოზმა ერთხელ ამბა არსენის უთხრა: "ღმერთი ხედავს, რომ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ვიყო ერთდროულად ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ზეცაში ათასებსა და მილიარდებს ერთი ნება აქვთ, ადამიანების ნება კი განსხვავებულია".
ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას.
რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან საკუთარი გონებით.
განმარტოებასა და სიჩუმეში და არა ხალხსა და ხმაურში იბადება კეთილი და ზეციური აზრები.
განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს (მათე 12, 36)
ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის.
ვინც საკუთარ თავს მიწიერსა და მეგობრებს განაშორებს, მას ღმერთი წმიდა ანგელოზებთან ერთად უახლოვდება.
არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ - შინაგანად და საქმითაც მონაზონი ანუ განმარტოვებული იყავი.
მონაზვნობა, როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, განმარტოებაა - საუბარი საკუთარ თავთან და ღმერთთან; აქედან გამომდინარე, ამ მარტოობის საჭიროების გარეშე დარღვევა, მონაზვნობის აღთქმისა და წოდების დარღვევა იქნებოდა. ამიტომ მონაზვნური ცხოვ... იხილეთ სრულად