ანგელოზი - ციტატები, გამონათქვამები
ანგელოზი - ციტატები, გამონათქვამები ანგელოზი, გამონათქვამები, ციტატები
ლოცვის აუცილებლობა, სარგებლიანობა და სიტკბო სრულად იციან ზეციურმა სულებმა, ხედავენ და გრძნობენ და ამიტომ დღედაღამ (ამოკ. 4, 8), განუწყვეტლივ ადიდებენ უფალს და ლოცვით უერთდებიან მას. "ზეცის ბინადართა ლოცვით დაღლა, - წერს ერთი წმიდა... იხილეთ სრულად
წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის დაცემაში მიგვიტაცეს, შეგვერწყნენ და, უკეთ რომ ვყავდეთ ტყვეობაში, ცდილობენ თვითონაც და მათი ბორკილებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს... იხილეთ სრულად
უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ბერ–მონაზვნები თავიანთი დიდი ღვაწლის გამო შედარებულნი არიან ამ ქვეყნად მოსიარულე უფრთო ანგელოზებს
რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა მსოფლიო ცხოვრებისაგან. გარნა არა ქუდი და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღვსლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლი... იხილეთ სრულად
წმიდა წერილი ადასტურებს, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან, მათ „არცაღა მერმე სიკუდილად ხელ–ეწიფების...“ (ლუკ. 20, 36). მაგრამ ეს არ არის საღვთო, ანუ თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიან... იხილეთ სრულად
წმინდა ანგელოზები ლხენითა და კეთილკრძალულებით ადიდებენ ღმერთს: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს...“
წმიდა სამების შემდეგ მეორადი ნათელნი, რომელთაც სამეუფო დიდება აქვთ, ნათელი, უხილავი ანგელოზები არიან. ისინი თავისუფლად მიმოიქცევიან ტრაპეზის გარშემო, რადგან სწრაფად მოძრავი გონნი, ცეცხლი და ღვთაებრივი სულები არიან, რომლებიც სწრაფა... იხილეთ სრულად
წმიდა ანგელოზებისთვის უჩვეულოა ღვთის ნებასთან შეუთანხმებელი, ღვთისთვის არასათნო საქმეებში მონაწილეობა.
ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7, 10) – ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმ... იხილეთ სრულად
ყველა ადგილს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს; და თუკი იქ შეირყვნება სწავლება და შევა მწვალებლობა – ამ ადგილის მფარველი ანგელოზი მაშინვე ტოვებს იქაურობას.