რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რწმენა გამოიცდება და მკვიდრდება, როცა ყოველთვის თან დაგყვება, როცა ყოველთვის თან სდევს შენს ფიქრებსა და საქმეებს. არ შეიძლება რწმენა დროებით სადღაც შეინახო, მიატოვო და რწმენის გარეშე თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა. სადაც გწამს, იქ ხ... იხილეთ სრულად
თუ ჭეშმარიტად მორწმუნენი ვართ, მაშინ სიმშვიდე გვეუფლება. არ ვღიზიანდებით, არ ვწუწუნებთ, არც ვინმე გვძულს, არც არავისი არაფერი გვშურს. ეს არის რწმენა
რწმენაში მტკიცედ უნდა ვიდგეთ.
ჩვენმა რწმენამ უნდა გაუძლოს ცხოვრების რყევებს, ცდუნებებს.
რწმენის უმაღლესი დონე ღმერთის რწმენაა
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.
ყველაფერი რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომ. 14, 23).