რელიგია - ციტატები, გამონათქვამები
რელიგია - ციტატები, გამონათქვამები რელიგია, გამონათქვამები, ციტატები
სადაა სამყაროში სხვა რელიგია, რომელიც ღვთაებრივი წარმომავლობის ასეთ აშკარა ნიშნებს შეიცავს, როგორიც ქრისტიანული რელიგიაა?
რელიგიური საიდუმლოებებისადმი შიში ნიშნავს, გეშინოდეს საკუთარი ჩრდილისა; ვინაიდან საიდუმლოებები ყოველ ფეხის ნაბიჟზე დაგვყვებიან, როგორც საკუთარი ჩრდილები.
რელიგიური ჭეშმარიტება და ზნეობრიობა ერთი ნათლის სხივებია: სადაც პირველი ცდომილებასთან არის შერწყმული, იქ მეორეც უწმინდურია.
ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა. მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი.
ყველა იმ რელიგიას შორის, რომლებიც დედამიწაზე არსებობს, მხოლოდ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და ამიტომ მხოლოდ ქრისტიანობას ძალუძს, მიანიჭოს ცალკეულ ადამიანს და მთელ კაცობრიობას სიკეთე და ბედნიერება - ზეციური და მიწიერი.
უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრი... იხილეთ სრულად
ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის წარმატებისათვის ერთმანეთს ფიცით ეკვრებიან. სწორედ ასევე საჭიროა რელიგია ადამიანთა საზოგადოების სიმტკიცისათვის!
რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?
ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ჩვენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს შემოვიძარცვავთ, თუ ამ გალავანს დავარღვევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქარტეხილი ბუმბულისავით შეგ... იხილეთ სრულად