წყენა - ციტატები, გამონათქვამები
წყენა - ციტატები, გამონათქვამები წყენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
832. ჩემო მამაო! ძალიან მამძიმებენ ის ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან მოყვასის წყენას. როდესაც ვეპასუხები, მათი მტერი ვხდები, დამხმარე კი არავინ მყავს და ჩემი ეკლესიიდან წასვლა მინდა
547. რომელიღაც საცხოვრებლიდან წამოსულმა ძმებმა, იმ მიდამოებში, სადაც ეს საერთო საცხოვრებელი მდებარეობდა, აბბას (სერიდის) რჩევის გარეშე, თავისთვის სენაკები იყიდეს. იგრძნო რა თავი შეურაცხყოფილად, აბბა სერიდს მათი გაძევება უნდოდა, ვითარცა წესის დამრღვევებისა, ხოლო ისინი შეეპასუხნენ მას. მაშინ იმავე ბერს ჰკითხეს: კარგად მოიქცნენ თუ არა ის ძმები და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? იხილეთ სრულად
თუკი ვინმე გაწყენინებს ან რაიმეთი გაგამწარებს, წმიდა მამების დარიგებას მიჰყევი და ილოცე მისთვის, როგორც შენი კეთილისმყოფელისთვის. მთელი გულით ილოცე მისთვის და თქვი: „ღმერთო! შეეწიე ჩემს ქრისტესმიერ ძმას და მილხინე მეც, მისი წმიდა ... იხილეთ სრულად
ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებლის წინააღმდეგ.
ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ იმ წყენის შესახებ, რომელსაც ადამიანები გვაყენებენ, მაშინ, როდესაც მათდამი მორჩილებამ, შესაძლოა, ღმერთს მიაყენოს შეურაცხყოფა.
თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს, ისწავლე, გმირულად დაითმინო სხვებისგან მოყენებული წყენა.
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება
ბევრს არ რცხვენია, საკუთარ თავს ხალხის წინაშე ცოდვილი უწოდოს, მაგრამ სხვისგან ამის მოსმენა არ სურს. ეს თავმდაბლობის ნიშანი არ არის.
ვფიქრობდეთ იმას, რომ თავმდაბლები ვართ და არ გვქონდეს სულის სიმტკიცე იმისათვის, რომ შევურიგდეთ მას, ვინც გვაწყენინა, ან ვისაც ვაწყენინეთ, ნიშნავს, რომ თავს ვიტყუებთ, რომ საკუთარ თავს მივაწერთ თავმდაბლობას, რომელიც არ გაგვაჩნია.