წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
თუკი აქ, ექსორიაში, გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ასეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ღმერთი მკვიდრობს? ჭეშმარიტად "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!" და ... იხილეთ სრულად
შენ კი, ჩემო კარგო, რატომ დარდობ? რატომ იტანჯები? დაანებე თავი წუთისოფელს და წუთისოფლის ამბებს. ყველანი მწირები ვართ ამქვეყნად. ქრისტეა ჩვენი ძმა და ნეტავ მის ქორწილში გავიხაროთ.
ეს წუთისოფელი, ჩემო ბიჭო, უამაოესია, ყოველივე ბოროტებით აღსავსე, ადამის გადასახლების ადგილი და შესაბამისად, ჩვენიც. და ნეტარია ის, ვინც ამ გადასახლებაში სწორად ივაჭრებს და ცხოვრებას უსაფრთხოდ გაივლის, რათა მარადიულად იხაროს და წმი... იხილეთ სრულად
სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული.
სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისაგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში.