ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა. "შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გ... იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქ... იხილეთ სრულად
დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.
მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი... იხილეთ სრულად
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკე... იხილეთ სრულად
თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება. ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მარ... იხილეთ სრულად
451. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ხშირად, ადამიანთა გარემოში, მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა მეუფლება და სახის გამომეტყველებაც მეცვლება, ვკარგავ რა სულის შეგრძნებას, აღარც მათი ყურება შემიძლია და არც საუბარი. გული მივიწროვდება და გაუგებრობაში მაგდებს. და მაშინ, თუ რაღაცაზე დავილაპარაკე, ჩემი სიტყვა უგუნური, უწესრიგო და პატივმოყვარეობით სავსეა და არცთუ იშვიათად სიტყვებს თან უგუნური სიცილიც ერთვის, რადგან ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ამიტომ ძალიან ვწუხვარ და არ ვიცი, რა ვიღონო. როდესაც დავილაპარაკებ, ზემოთ ნათქვამი მემართება; ხოლო როდესაც ვჩუმდები, მეშინია, უდროოდ არ გავაკეთო ეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრის დროს მრავალჯერ მომმართავენ. ამიხსენი, ჩემო მამაო, რატომ მემართება ასე? მაშინ როცა, თქვენ თქვენს წმიდა ლოცვებში მიხსენიებთ იხილეთ სრულად
394. ზოგჯერ რომელიმე ნივთი მაცდუნებს ხოლმე და მოულოდნელად აღმოჩდება, რომ შეცდომით ვცდუნდი, რის გამოც სირცხვილი მეუფლება. ეს ღვთის დაშვებითაა ჩემს გამოსასწორებლად თუ ბოროტისგანაა განსასჯელად?