ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გა...
იხილეთ სრულად
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გააფთრებულნი ყვიროდნენ: ჯუარს-აცუ ეგე (იოანე 19,15).
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელო...
იხილეთ სრულად
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელობას სნეულება შეცვლის, სიმდიდრეს სიღატაკე, როცა დიდებას პატივი აეყრება, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ამსოფლიურ, ხრწნად სულზე და ვძლიოთ სასოწარკვეთილებას. თუ არა უძლეველი რწმენით, რომელიც გვასწავლის ქრისტეს სასუფევლის უცილობელ ჭ...
კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია. ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირის...
იხილეთ სრულად
კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია. ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირისაგან მიწისა სიმდიდრის, სახელისა და დიდების მაუწყებელი აურაცხელი ციხესიმაგრე ადამიანთა მიერ აღმართული. ისინი ლამობდნენ დაუფლებოდნენ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნოდა და პატარა ღმერთებად ქცეულიყვნენ.არ დანგრეულა ოდენ ის, რაც მოცი...
თავისმოყვარეობა სიყვარული არ არის, იგი სნეულებაა; ამასთან ფრიად მძიმე, რომელსაც სხვა უძლურებანიც თან ახლავს. თავისმოყვარე ადამიანი შურით აღსავსეა მათ მიმართ, ვინც უპირატესია, უფრო მდიდარი, განათლებული და ადამიანთა შორის მეტი პატივ...
იხილეთ სრულად
თავისმოყვარეობა სიყვარული არ არის, იგი სნეულებაა; ამასთან ფრიად მძიმე, რომელსაც სხვა უძლურებანიც თან ახლავს. თავისმოყვარე ადამიანი შურით აღსავსეა მათ მიმართ, ვინც უპირატესია, უფრო მდიდარი, განათლებული და ადამიანთა შორის მეტი პატივით სარგებლობს. შურს მრისხანება ახლავს. ფარული მრისხანება კი დროდადრო ამოხეთქავს და გააშიშვლებს მოწყლული გულის მთელ უმსგავსოებას, თავისმოყვარეობის შხამით რომ არის გაჯერებული. თავისმოყვარეს არც ღმერთი უყვარს და არც ადამიან...
ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს; იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები; იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილე...
იხილეთ სრულად
ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს;იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები;იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილების ერთგულებით იყოს განმსჭვალული;იშვიათია ქველმოქმედი, ვისთვისაც უცხოა პატივმოყვარეობა;იშვიათია მწერალი ან ხელოვნების მოღვაწე, განდიდების მანიით რომ არ იყოს შეპყრობილი.
ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცო...
იხილეთ სრულად
ადამიანმა საკმარისია ცოდვის ჭაობს თავი დააღწიოს, რომ ისევ უკან ბრუნდება და უმალ მასში ეფლობა. როგორც კი ვერცხლისმოყვარეობას თავს დააღწევს, იქვე დიდებისმოყვარეობა შეიპყრობს. თუ ღატაკისთვის მოწყალება გაიღო, ამპარტავნება უმალ სხვა ცოდვისაკენ უბიძგებს. ძლივს ლოცვა ჩვევად ექცევა, რომ პირს დააღებს და იმათ ძაგებას იწყებს, ვინც ჯერ ლოცვას არ შედგომია. როგორც კი იგრძნობს, რომ ცხონების გზას დაადგა, უმალ ქვეყნიერების მოძღვრად გვევლინება, ვიდრე სულიწმიდა არ ...
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულისა განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა ...
იხილეთ სრულად
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულისა განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.