უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 10, 10).
ჰო, შვილო, ყველაფერზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ გულით მდაბალ იესოს შეიძენ, როგორც შენი სულის საკუთრებას, რომელსაც ვეღარავინ წაგართმევს.
დიდი სიმდაბლეა საჭირო იმისთვის, რომ შენში ქრისტემ დაივანოს და იცხოვროს.
მდუმარება, ლოცვა, მორჩილება. როცა, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებებს შეიძენ, შენი სული ქრისტეს ნათელს შეიცნობს.
მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.
ტკივილითა და ცრემლით ილოცე. გამხნევდი, ქრისტე არ მიგატოვებს. ცოტა აიძულე თავი და ეშმაკი გაგეცლება.