სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
გამოცდილება მოწმობს, რომ ზოგიერთი ამქვეყნად წარჩინებული ადამიანი ღვთის წინაშეც ჩინებული იყო. იყვნენ მეფენი, თავისი ღვაწლით უფალს რომ სათნო ეყვნენ, და იყვნენ ადამიანები, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულნი, მთელი სიცოცხლის განმავლობაშ... იხილეთ სრულად
ღმერთი ზოგჯერ დაამცირებს და გააკოტრებს ამპარტავანს, ვისაც ჰგონია, რომ მისი კეთილდღეობა ბოლომდე უზრუნველყოფილია.
თავად უფალმა ბრძანა, რომ "მდიდარი ძნიად შევა სასუფეველში..." - ნამდვილად ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
სიმდიდრე სიკეთეა, როდესაც მას ქველი საქმისათვის მოიხმარ. ბოროტებაა, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს თავისუფლება შესძინოს, მას საკუთარ მსახურად აქცევს.
ის, ვინც მატერიალურ სიკეთეს ფლობს, შესაძლოა ეგოისტი, ქედმაღალი, უმოწყალო და უღვთო აღმოჩნდეს. ასეთს სულიერი სიმდიდრე არ უნდა ვანდოთ, თუ იგი მცირესა ზედა სარწმუნო არ არის, დიდსა ზედა მით უფრო არასაიმედო იქნება.
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და... იხილეთ სრულად
ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: "რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ... იხილეთ სრულად
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობ... იხილეთ სრულად
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთ... იხილეთ სრულად