სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფლის შვილო, ყველა კეთილი საქმისადმი აიძულე საკუთარი თავი. თუკი სიკეთის ქმნა არ შეგვიძლია და ისევ ვეცემით, დაცემულები ნუ დავრჩებით, არამედ ავდგეთ ხოლმე და ჩვენი მაცხოვრისგან შენდობა ვითხოვოთ. ხოლო რომელმაც თავის მოწაფეს დამნაშავის... იხილეთ სრულად
ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. თუ ვინმემ გიმტრო, სიკეთით უპასუხე, და შენი სიკეთე დათრგუნავს მის ღვარძლს
ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. "ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს"
მდაბალი თავის ნებას, როგორც მაცდურს, ისე უარყოფს მუდამ - თვით უფლისადმი ვედრებაშიც კი; იგი სიმდაბლით ითხოვს მისგან შესაბამის სიკეთეს და სარწმუნოებით სწავლობს ამის საშუალებით
ყოველგვარ წამოწყებას ზომიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე, ანდა - ზომიერების დაუცველად.
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
102. თუ გსურს, რომ მოკლე სიტყვით არგო სწავლისმოყვარეს, უჩვენე მას მლოცველობა, მართალმორწმუნეობა და მოსაწევართა დამთმენლობა, რადგან მართლაც ყველა სიკეთე ამათგან მოიპოვება.
თუ ვინმეს შეუძლია სიტყვით გამოთქვას მთელი ბედნიერება, რაც ადამის მოდგმას გაჩენის დღიდან განუცდია, აღმოჩნდება, რომ იგი ოდნავაც ვერ გაუტოლდება მომავალი ცხოვრების სიკეთეს.