მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები
მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები მეგობრობა, გამონათქვამები, ციტატები
მერცხლები ზაფხულში ბრუნდებიან, ზამთარში კი მიფრინავენ; ეს ცრუ მეგობრობის გამოხატულებაა. ცხოვრების სიხარულიან დღეებში ისინი ერთგულნი არიან, ხოლო თუ ბედნიერება ზურგს შეგაქცევთ, ისინი მიფრინავენ.
მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული
მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? რა შეიძლება იყოს უფრო მანუ... იხილეთ სრულად
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.
ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს.
წრეში რადიუსები ცენტრში იყრიან თავს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით ახლოს არიან ერთმანეთთან; მასთან დაშორების შესაბამისად, ისინი სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს და განცალკევდებიან. ასევე ადამიანებიც, რაც უფრო შორს არიან... იხილეთ სრულად