უბრალოება - ციტატები, გამონათქვამები
უბრალოება - ციტატები, გამონათქვამები უბრალოება, გამონათქვამები, ციტატები
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის და... იხილეთ სრულად
ყველას, ვისაც სურს, უფალი მოიპოვოს, გულწრფელად და უბრალოდ, მარტივი და წმიდა გულით უნდა მიმართოს მას: რაკი იგი მარტივი და ბოროტების არმქონეა, მარტივ და უმანკო სულებს ეძიებს, რადგან სიმარტივე და უბრალოება სიმდაბლის გარეშე არ არსებობ... იხილეთ სრულად
ვნახე უბრალონი, რომელთაც მზაკვართაგან მზაკვრობა ისწავლეს და როდესაც ეს ბუნებად ექცათ, დაიღუპნენ
რამდენადაც უბრალონი ადვილად გადაიქცევიან მზაკვრებად, იმდენად მზაკვარნი ძნელად მოიპოვებენ უბრალოებას
მაგალითი და სახე ჭეშმარიტი უბრალოებისა გახდა ანტონი დიდის მოწაფე ნეტარი პავლე, რადგან მცირე დროში ასეთი წარმატებისათვის სხვას არავის მიუღწევია და ვერც მიაღწევს
უბრალო მონაზონი პირმეტყველი ცხვარია და თავისი ტვირთი მთლიანად მოძღვრის მხრებზე გადაუდვია მას
როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს