გონიერი ლოცვისთვის დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, შემართებითა და სიმდაბლით იშრომეთ. უნდა იცოდეთ, რომ ლოცვის ამ მეთოდის დაუფლებას ალალბედზე ვერ შევძლებთ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს გონიერი ...
იხილეთ სრულად
გონიერი ლოცვისთვის დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, შემართებითა და სიმდაბლით იშრომეთ. უნდა იცოდეთ, რომ ლოცვის ამ მეთოდის დაუფლებას ალალბედზე ვერ შევძლებთ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს გონიერი ლოცვა წარმოუდგენლად სძულს და შესაბამისად, წავაწყდებით მის ძლიერ წინააღმდეგობას, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. ასე რომ, თავის იძულება, სიმხნევე, მოთმინება, შემართება, სიმდაბლე და ჩვენი იესოსადმი სიყვარული იქონიეთ.
ლოცვა ადამიანის ღმერთთან საუბარია. შემუსვრილი და დამდაბლებული სულით მლოცველი ივსება ღვთაებრივი ნიჭითა და კურთხევით – სიხარულით, მშვიდობით, შვებით, განათლებით, ნუგეშით და ნეტარებას აღწევს.
ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.