ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
საჭიროა, გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს; იგი დიდი ხნის წინ გამოიდევნა სასუფევლიდან, ახლა კი არ სურს ვინმეს ზეცად აღსვლის დაშვება.
სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.
ცხონების გზა ვიწროა, მაგრამ მაღალი სამშობლოსაკენ, ზეცისაკენ მივყავართ. თუ გსურს, ამ სამშობლოს მიაღწიო, ამ გზით იარე.
როგორც შეუძლებელია გემის აგება ლურსმნების გარეშე, ასევე შეუძლებელია ცხონება თავმდაბლობის გარეშე.
არქიტექტორი ღრმად თხრის მიწას, სადაც პირველი ქვა უნდა ჩადოს; ასევეა ქრისტიანიც, რომელსაც სურს, თავისი ცხონების საქმე მტკიცე საფუძველზე დაამყაროს.
სულის ბედნიერი მდგომარეობაა, როდესაც ყველა გიყვარს! მაცხოვარმა ბრძანა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" როდესაც გაგვიმჟღავნა საიდუმლო იმისა, როგორ დავიმკვიდროთ ამქვეყნადვე სასუფეველი.