ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან
უფალი ყოველთვის ახლოსაა ადამიანთან, ვინაიდან ის ყველგანაა, ადამიანი კი ყოველთვის არაა მასთან ახლოს - თავისი შეზღუდული ბუნების, უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო
ღმერთი არც დაბლაა და არც მაღლა, არც შორს არის ჩვენგან და არც - ახლოს, იმიტომ რომ ის ყველგან არსებობს და ამიტომ ის უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე - შენი სული შენს სხეულთან: მხოლოდ უნდა შეძლო, რომ ეს სიახლოვე ლოცვითა და სარწმუნოებით მოი... იხილეთ სრულად
ღმერთი სულ ყველგანაა, სულ ყველაფერშია, ერთნაირად - დიდშიც და პატარაშიც, და სულ ყველაფერზე აღმატებულია
ადით ყველაზე მაღალ ადგილას, გაიქეცით ყველაზე მოშორებულ ადგილებში, ჩადით მიწის სიღრმეში, დაიფარეთ ყველაზე უკუნეთ სიბნელეში - ყველგან უფლის თვალთა წინაშე იქნებით. "ვიდრე მე-ვიდე სულისა შენისაგან, ვიდრე ვივლტოდი" (ფს. 138, 7)
ო, ნეტავ თქვენ, ვინც სამოთხის ნუგეშზე მიამბობთ - ამბობდა ერთი ფილოსოფოსი - არ ვეძებ სამოთხეს, არამედ მას, ვინც სამოთხე შექმნა