ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედ...
იხილეთ სრულად
ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებს...
იხილეთ სრულად
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთ...
უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23...
იხილეთ სრულად
უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23-24).
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტე...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი...
იხილეთ სრულად
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის ქვაკუთხედი. საყვარელო ძმაო! ეცადე საკუთარ თავში მოყვასის მიმართ სულიერი სიყვარული გააღვიძო: თუ ამას შეძლებ, ღმერთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ, ღმერთის სიყვარული კი აღდგომის, ზე...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის ქვაკუთხედი.საყვარელო ძმაო! ეცადე საკუთარ თავში მოყვასის მიმართ სულიერი სიყვარული გააღვიძო: თუ ამას შეძლებ, ღმერთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ, ღმერთის სიყვარული კი აღდგომის, ზეციური სასუფევლის კარიბჭეს გაგიღებს. ამინ.
ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი.