ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ადამიანებისთვის იაფფასიანი ქველმოქმედებით შეგვიძლია, ფასდაუდებელი ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ.
მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისაგან.
აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო.
არ მახსოვს, მინახავს თუ არა ცხოვრებაში თუნდაც ერთი კეთილისმყოფელი ადამიანი, რომელიც უბედური სიკვდილით მოკვდა. როგორ შეიძლება, იგი ასე მოკვდეს, როდესაც მის ცხონებას ამდენი შუამდგომელი და მლოცველი ჰყავს?
ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას მოგიხდის იმქვეყნად, უძვირფასეს ალმასად აკიაფდება; თითოეული ცრემლი, რომლის დაღვრასაც მას შენი მის მიმართ სიცივე და გულის სისასტიკე დააღვრევინებს, შენს სულს დაეცემა ცეცხლოვან წვეთად ღვთის ტახ... იხილეთ სრულად
თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.