სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
რაი ვქნა, – მეტყვის ვინმე, – დიახ მსურს, რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე: სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათ... იხილეთ სრულად
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან გამოუცხადა თავი თვისი სოფელსა და იწყო ქადაგება სახარებისა თვისისა შემდგომად ნათლისღებისა იოანესაგან იორდანესა შინა, ხოლო პიველნი სიტყვანი ქადაგებისა მისისანი იყვნენ ესენი: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ... იხილეთ სრულად
124. ჩვენი ყოველდღიური საქმეები უნდა ავწონოთ ყოველ საათს და ყურადღება მივაქციოთ მათ, ღამით კი უთუოდ ძალისამებრ შევამსუბუქოთ ისინი სინანულის მიერ, თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ქრისტეს შეწევნით დავძლიოთ უკეთურება. ამასთან, გვმართებ... იხილეთ სრულად
78. არავინაა იმგვარად კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ შეუნანებელს არც ის შეუნდობს.
58. ვერ გაექცევა შემცოდე მისაგებელს, თუ არა ცოდვის შესაბამისი სინანულის შედეგად.
42. მართლად მონანული თავის ღვაწლს ისე როდი რაცხს, როგორც სანაცვლოს თავისი ძველი ცოდვებისას, არამედ ამ ღვაწლის გზით ღმერთს იმადლიერებს იგი.
41. სასიკვდილოა ყველა ის ცოდვა, რაც მოუნანიებელია, და თუნდაც მათზე წმინდანმა ილოცოს მავანის გამო, შესმენილი არ იქნება.